მარგალიტი მარტო ძვიფასი ქვა როდია, ძვირფასი სიტყვაცაა, რომელიც დღეს ასე გვჭირდება თითოეულ ქართველს და, სამწუხაროდ, საძებარია, მე იმედი მაქვს, აღმოჩნდებიან ჩვენნაირი აახლგაზრდები, რომლებიც მოიძიებენ, მოუვლიან, უპატრონებენ და შთამომავლებს გადასცემენ უვნებლად ისე, როგორც ჩვენ მივიღეთ ჩვენი წინაპრებისაგან.
ხატია ასანიძე
მე ვარ ნანა ლომიძე. გორის #8 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი. გადავწყვიტე IX კლასის მოსწავლეებთან ერთად განმეხორციელებინა პროექტი ,,ენაში გაფანტული მარგალიტები’’ ბავშვებმა აირჩიეს გორის რამდენიმე სოფელი, სადაც მოისმინეს დიალექტური ფორმები.
ჩაწერეს ინტერვიუ სოფლის მკვიდრისაგან და პროექტზე მუშაობა ძალიან საინტერესოდ წარიმართა. მათ შეაგროვეს ინფორმაცია ხიდისთავის და ხელთუბნის გეოგრაფიული მდებარეობის, წარმოშობის, მნიშვნელოვანი მოვლენების, მოსახლეობის საქმიანობის და სამზარეულოს შესახებ.
ჩვენი სკოლა კვერნაქის მთაზე მდებარეობს და დასახლებასაც შესაბამისად კვერნაქი ჰქვია. სახელწოდება უძველესი დროიდან მოდის. ეს ადგილი ბორცვიან _ დაბალმთიანი სერია. ადრე აქ უამრავი კვერნა სახლობდა და სახელწოდებაც სწორედ აქედან მოდის.